PhoneBlack

032 280 12 12

FrameIcon

სუროგაცია

yellowCircle

ზოგადი ინფორმაცია

მშობლობისკენ მიმავალი გზა რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა სხვადასხვა ფაქტორით გაამოწვეულ უშვილობას ებრძვით.

იმისთვის, რომ აიხდინოთ თქვენი ცხოვრებისეული ნატვრა, „ინვიტრო ლაიფი“ გთავაზობთ სუროგაციის პროგრამას.

რა არის სუროგაცია?

როდესაც ქალს, სხვადასხვა სამედიცინო ჩვენებიდან გამომდინარე, არ შეუძლია ბავშვი საკუთარი მუცლით ატაროს, მას ეხმარება სუროგატი დედა.

სუროგატი ვალდებულია იზრუნოს ნაყოფის განვითარებაზე და მუცლად ყოფნის პერიოდში, მისთვის უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შექმნაზე.

ბავშვის დაბადების შემდეგ, სუროგატს ავტომატურად ეხსნება ყველა ვალდებულება და პასუხისმგებლობა.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ სუროგატი !არ არის! ბავშვის ბიოლოგიური მშობელი. სამომავლოდ, მას არ აქვს ბავშვთან არანაირი ნათესაური, ფსიქოლოგიური და ემოციური კავშირი.

სუროგაცია ანაზღაურებადი სამსახურია და რეგულირდება სახელმწიფოს მიერ.

yellowCircle

სუროგატის შერჩევის პროცესი

სუროგატის შერჩევა ხდება მკაცრად გაწერილი პროტოკოლების საფუძველზე.

პირველ რიგში, შევისწავლით მათ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას და შესაბამის გარემო პირობებს. არის მთელი რიგი საკითხები, რომელსაც სუროგატობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში – თანამშრომლობა ვერ შედგება.